ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ჯენოასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ პრეკონფერენცია გამართა. აღსანიშნავია, რომ იტალიელის ხელში „იუვემ“ იტალიის ჩემპიონატში პირველად მოიგო ზედიზედ ორი თამაში.
„მნიშვნელოვანი იყო ოთხშაბათის მატჩის წაშლა. გაშვებული გოლი მაღიზიანებს, ერთი დარტყმა და გოლი მივიღეთ… მაგრამ რეაგირება კარგად მოვახდინეთ და პრობლემა გადავჭერით. სეზონის დაწყებიდანვე ვმუშაობთ, რომ აგრესიულები ვიყოთ, უმჯობესია 5 მეტრი წინ ვირბინოთ, ვიდრე 80 მეტრი უკან. ეს სწორი დამოკიდებულება ყველა მატჩში საჭიროა. არა მხოლოდ მნიშვნელოვან თამაშებში.
პაულო უკეთაა,გოლი სჭირდებოდა გასახსნელად, ველოდებოდით ამას და ახლა უფრო მეტს ველოდებით. მან ეს გოლი დაიმსახურა, რამდენიმე კვირა ცდილობდა. ჩახუტებაც მთელი გუნდის დამსახურებაა, მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
ჩვენ არ გვყავს კლასიკური რეჯისტა, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათ და ისინი ნახევარმცველები არიან. თამაშებზე დამოკიდებული, დღეს ბენტანკური ძალიან კარგი იყო, ამ მონდომებით უნდა გავაგრძელოთ.
მაკკენი? ის არის „დამპყრობელი“, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიბალა თამაშობს მისგან მოშორებით და გვჭირდება მოთამაშე, რომელიც სიღმეს შეუტევს“, – განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.