მთავარი / სიახლეები / რონალდუ-მორატას წყვილი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა

რონალდუ-მორატას წყვილი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სადაც „იუვენტუსმა“ 15 ქულა მოიპოვა, „ბარსელონას“ ურთიერთშეხვედრებში აჯობა (0:2, 3:0) და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურინელებმა 6 თამაშში 14 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს. ხსენებული 14 გოლიდან 10 კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას ანგარიშზეა. მიმდინარე სეზონში არცერთი გუნდის შემტევ წყვილს ამდენი გოლი გატანილი არ აქვს.

მორატამ მეტოქეები 6-ჯერ დაამწუხრა, რონალდუმ – ოთხჯერ. რაც შეეხება დანარჩენილ 4 გოლს, ფედერიკო კიეზამ, ვესტონ მაკკენიმ, პაულო დიბალამ გაიტანეს, ხოლო ლაშა დვალმა ტურინელთა სასარგებლოდ ავტოგოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება. „იუვეს“ 5 სავარაუდო მეტოქე ჰყავს – „ლაიფციგი“, „გლადბახი“, „ატლეტიკო“, „პორტუ“ და „სევილია“.

საინტერესოა, რომ ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმად ყველაზე დიდი პროცენტული შანსია, რომ „იუვენტუსი“ „გლადბახს“ შეხვდეს – ამის ალბათობა 25%-ია. ყველაზე ნაკლები პროცენტი „პორტუსთან“ დაპირისპირებას აქვს (19%). თუმცა ეს მხოლოდ თეორიებია, ვნახოთ, რა შედეგი იქნება წილისყრის შემდეგ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …