ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ ანდრეა პირლომ JTV-ს ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.
„ბარსელონასთან“ გამარჯვება თუ თავში ისევ გვაქვს, მაშინ უნდა წავშალოთ. საჭიროა გვერდის გადაშლა და სტაბილურობა. უნდა გავაგრძელოთ ამ სურვილით და ამ ტემპით, რადგან ახლა ჩემპიონატის თამაში გვაქვს და უფრო უკეთაც უნდა ვითამაშოთ. „ბარსელონასთან“ თამაშის მსგავსი მატჩები დიდ რწმენას იწვევს. ამასთან იგივე მონდომება და კონცეტრაცია უნდა გვქონეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი სიურპრიზების წინაშე დავდგებით.
რთული თამაში იქნება, როგორც ყოველთვის, არასდროს ყოფილა ამ სტადიონზე თამაში ადვილი. ისინი თავს კარგად იცავენ და კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან. სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან ფრთხილად და კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ.
მაკკენი და კუადრადო კარგად არიან. საბედნიეროდ, გვეყოლება მორატაც, ასე, რომ განაცხადშია. მაკკენი, ის კარგად თამაშობს, იტალიურიც უკეთ ესმის. მას მომატებაც შეუძლია. კუადრადო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთეია, ასე იყო გასულ წლებშიც, იცის როგორ ითამაშოს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, იმის მიუხედავად, რმო ზოგჯერ ვკიცხავ, რადგან კონცენტრაცია აკლია.
პაოლო როსი? მე არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ის კარგად გამეცნო. წარუშლელია 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგონება. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, არ მინახავს, მაგრამ ეს სურათები ისტორიაა და ამას არასდროს დავივიწყებთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვეს“ მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.