მთავარი / სიახლეები / “ლაიფციგის” მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგაზე “იუვესთან” თამაში უნდა

“ლაიფციგის” მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგაზე “იუვესთან” თამაში უნდა

„ლაიფციგის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსთან“ ან „რეალთან“ თამაში უნდა. როგორც მან განაცხადა, ორივე გუნდის ჰიმნი მოსწონს და ამიტომაც.

„მატჩების წინ ყოველთვის მოწინააღმდეგის ჰიმნს ვუსმენ. ძალიან მომწონს „იუვენტუსის“ და „რეალის“ ჰიმნები, შემიძლია ვიმღერო, მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილად იტალიური და ესპანური არ ვიცი“, – აღნიშნა ნაგესლმანმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება. „იუვეს“ სავარაუდო მეტოქეები „ლაიფციგის“ გარდა, „პორტუ“, „ატლეტიკო“, „გლადბახი“ და „სევილია“ არიან.

„ლაიფციგს“ კი „იუვესა“ და „რეალის“ გარდა, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და ამ „ჩელსი“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …