მთავარი / სიახლეები / არტური: “გამიმართლა, რომ მუშაობა პირლოსთან მიწევს”

არტური: “გამიმართლა, რომ მუშაობა პირლოსთან მიწევს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა და ტურინულ გრანდში გატარებულ საწყის პერიოდზე ისაუბრა. მან განცალკევებით კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეა პირლოს შესახებ გააკეთა კომენტარი.

„იუვენტუსის“ გასახდელი გამოცდილი და ხარისხიანი. მათ ძალიან კარგად მიმიღეს და ბედნიერი ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, რომლებთანაც მხოლოდ Play Station-ში ვთამაშობდი: ბონუჩი, ბუფონი, კიელინი, კრიშტიანუ რონალდუ, ყველა ლეგენდაა. მათ არასდროს აკლიათ კონცენტრაცია და დონე.

რონალდუ? ის „puta madre”-ეა, მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ძალიან დამეხმარა, რადგან ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ის ყოველთვის ჩემთან ახლოს არის, ჭამის დროსაც კი, მეუბნება რა უნდა ვჭამო და რა არ უნდა ვჭამო.

როდესაც მას ახლოდან ნახავ, შთამბეჭდავია. არის დღეები, როდესაც სახლში ღამის 2 საათზე მივდივართ, რადგან გვიან ვითაშეთ და ის უკვე ვარჯიშობს. ხუმრობით ვეუბნები, რომ ავად არის, მაგრამ რა უნდა უთხრა იმ ადამიანს, რომელსაც ამდენი „ოქროს ბურთი“ აქვს.

გამიმართლა, რომ მყავს მწვრთნელი, რომელსაც ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. ის მეხმარება და მეუბნება, რა უნდა გავაკეთო და რა არ უნდა გავაკეთო. დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ, სხვა არჩევანი არ მაქვს გარდა იმისა, რომ თავი დავუქნიო და მოვუსმინო. მან კარგად განმარტა თუ რა სურს, ძალიან კარგად კითხულობს მეტოქეებს.

„ბარსელონასთან“ მატჩი? გვინდოდა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა და 3 გოლის გატანა გვჭირდებოდა. გვჯეროდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს რთული იქნებოდა. თუმცა, ყოველჯერზე, როდესაც „იუვე“ მიზანს ისახავს, ვიცით, რომ გვყავს შემადგენლობა, რომელსაც მისი მიღწევა შეუძლია. მენტალურად ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით“, – თქვა არტურმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …