ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მიუხედავად „მილანის“ საოცარი თამაშისა, სკუდეტოს მოგების დიდი იმედი აქვს.
„ვწუხვარ პაოლო როსის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, გულშემატკივრებს და ზოგადად ფეხბურთს. მან გადაწყვიტა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბედი, მას ბრაზილიაში “ქილერს” ეძახდნენ. ბრაზილიაშიც ბევრი ვიცნობდით, მხოლოდ იტალიაში არ იცნობდნენ.
„ბარსელონასთან“ მოგება ჩვენთვის შესანიშნავი გამარჯვება იყო. ბარსელონასი ასეთ სტილში მოგება ჩვენს მენტალობას ნამდვილად გაზრდის. ბედნიერები ვართ და ეს თამაში უფრო მეტ ძალას გვაძლევს.
„ტორინოსთან“ მატჩის დროს შესვენებაზე გასახდელში ვთქვით, რომ უკეთ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენი საქმე. მეორე ტაიმში უფრო მკაფიოდ ვითამაშეთ, პირველი ტაიმიცუდი იყო.
რა თქმა უნდა, „მილანი“ შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ჩვენ „იუვე“ ვართ და ყოველთვის ძლიერები ვიყავით. თუ გამარჯვებების სერიას მოვაწყობთ, სკუდეტო შეიძლება ჩვენი იყოს“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 13 დეკემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.