მთავარი / სიახლეები (გვერდი 264)

სიახლეები

მასიმო ჯილეტი: “რომის იმპერია დაეცა და “იუვეს” დაცემაც შესაძლებელია”

ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა მასიმო ჯილეტიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. ის „ბებერი სინიორას“ ტიფოზია და მიიჩნევს, რომ კლუბმა მთავარი შეცდომა მასიმილიანო ალეგრის შემცვლელის შერჩევის დროს დაუშვა. „რომის იმპერია დაეცა და „იუვეს“ შეიძლება დაეცეს 9 წლის შემდეგ, უბრალოდ ის არის, რომ ცუდად ეცემა. სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ აღიარონ შეცდომები და არასწორი ნაბიჯები. …

სრულად წაკითხვა »

პირლო 2013 წელს: “ჩემს მწვრთნელობაზე ერთი ცენტის ფსონსაც არ გავაკეთებდი”

ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერაში პირველ სეზონს ატარებს და ძალიან მძიმედ. იტალიელმა ჟურნალისტებმა გაიხსენეს მისი სიტყვები ავტობიოგრაფიული წიგნიდან, რომელიც 2013 წელს გამოსცა და მასში წერს, რომ მწვრთნელობას არ აპირებდა. „მომავალში ჩემს მწვრთნელობაზე ერთ ცენტსაც არ დავდებდი. ეს არის სამუშაო, რომელიც არ მიზიდავს, მოიცავს ძალიან ბევრ ფიქრს და ცხოვრების წესს, რომელიც ფეხბურთელის …

სრულად წაკითხვა »

რობერტო მანჩინიმ ანდრეა პირლოს რჩევა მისცა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ანდრეა პირლოს რჩევა მისცა და დაარიგა, რომ პოზიტიურ საკითხებზე იფიქროს, რადგან მწვრთნელის ცხოვრება ასეთია. „სამწუხაროდ, მწვრთნელის ცხოვრება ასეთია. იმედგაცრუება, რაც შეიძლება ნაკლებ ხანს უნდა გაგრძელდეს, პოზიტიურად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ფეხბურთში ესეც ხდება. აქამდეც უნდა გაეკეთებინა. დელიკატური მომენტები არსებობს, მაგრამ მისი გავლა შესაძლებელია“, – …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “იუვესთვის” ახალი სეზონი დაიწყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ განაცხადა, რომ „ბებერი სინიორასთვის“ ახალი სეზონი დაიწყო. ამასთანავე, მან მასიმილიანო ალეგრის „ნაპოლიში“ დასაქმება ურჩია. „იუვენტუსისთვის“ დღეიდან ახალი სეზონი იწყება. ბონუსები დასრულდა. თუ „იუვენტუსი“ თავის გზას დაუბრუნდება, სეზონს ოთხეულში დაასრულებს და იტალიის თასს მოიგებს, ამ შემთხვევაში სეზონი ნორმალური გამოვა, სხვა შემთხვევაში სხვა რამეზე მოგვიწევს საუბარი. …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “არ დავივიწყოთ, რომ “იუვეს” ამ სეზონში დიბალას 20 გოლი აკლია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ „ბებერი ქალბატონის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. ვეტერანი იტალიელი ფორვარდის განცხადებით, მიმდინარე სეზონში „იუვეს“ პაულო დიბალას არყოფნა ძალიან დაეტყო. „ჩემი აზრით, ამ სეზონში პირლოს შეცდომები არის და პასუხისმგებლობაც ეკისრება, მაგრამ მას მომავალშიც ვენდობოდი. „იუვენტუსს“ ბევრი პრობლემა აქვს და ზედიზედ 9 სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “სარის პრობლემა რონალდუ იყო და პირლოს პრობლემაც რონალდუა”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ანდრეა პირლოსთვის უბრალოდ პრობლემაა. კასანო ფიქრობს, რომ მაურიციო სარისთვისაც რონალდუ პრობლემას წარმოადგენდა და ამიტომ, პირლოს წარუმატებელ სეზონზე დიდი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. „პირლოს ძალიან ცოტა პასუხისმგებლობა ეკისრება. „იუვენტუსმა“ შარშან გაათავისუფლა მწვრთნელი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში იტალიაში ყველაზე …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ახლა, როგორც არასდროს ერთიანები უნდა ვიყოთ”

პაულო დიბალა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ბენევენტოსთან“ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ სეზონის ბოლომდე ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ. „არაფერი გამიხარდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე ამ თვეებში გუნდის დახმარება. ტანჯვა იგივე დონისაა ან უფრო მეტია, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ ხარ. ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, რათა ბრძოლა …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “ბოლო დროს “იუვემ” ბევრი მისი დონისთვის შეუფერებელი ფეხბურთელი დაიმატა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია Rai-სთან ისაუბრა და თქვა, რომ მეათე სკუდეტოს მოგება უკვე შეუძლებელია. „ვნახე თამაში და ვფიქრობ, რომ მეათე სკუდეტოზე ოცნება საბოლოოდ დაიხურა. დელიკატური მომენტია, „ბენევენტომ“ ის სურვილი გამოავლინა, რაც „იუვეს“ არ ჰქონდა. პირლო? არ ვიცი მისი მომავალი როგორი იქნება. ბოლო წლებში კლუბში „იუვეს“ დონის ფეხბურთელები …

სრულად წაკითხვა »

La Stampa: “იუვეს” გასახდელში დაპირისპირება იყო

ტურინის „იუვენტუსის“ გასახდელში „ბენევენტოსთან“ მატჩის შემდეგ დაძაბული ატმოსფერო იყო. ამის შესახებ ინფორმაციას La Stampa აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, სკუდეტოს მოგების ბოლო შანსის დაკარგვის შემდეგ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა და გასახდელში იყო როგორც ხმამაღალი საუბარი, ისე შეურაცხყოფა. გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ დაპირისპირება ანდრეა ანიელისა და ანდრეა პირლოს შორისაც შედგა. იტალიელი …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბენევენტო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 28-ე ტურში შინ „ბენევენტოსთან“ 0:1 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით, რომელიც რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია. შჩესნი 5.5 – დასაწყისში გამოსვლებზე შეცდომები ჰქონდა, გაშვებულ გოლში ნაკლებად იყო დამნაშავე. დანილო 5.5 – მას საკმაოდ ცუდი თამაში ჰქონდა და გოლის დროსაც გაიჩს ხელი ვერ შეუშალა. ბონუჩი 5 …

სრულად წაკითხვა »