პაულო დიბალა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ბენევენტოსთან“ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ სეზონის ბოლომდე ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ.
„არაფერი გამიხარდებოდა იმაზე მეტად, ვიდრე ამ თვეებში გუნდის დახმარება. ტანჯვა იგივე დონისაა ან უფრო მეტია, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ ხარ. ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, რათა ბრძოლა გავაგრძელოთ და ახლა, როგორც არასდროს ერთიანები უნდა ვიყოთ. ვარჯიშს ვაგრძელებ და მოუთმენლად ველოდები, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად დავბრუნდები. ჩვენ „იუვე“ ვართ, FinoAllaFine“, – დაწერა პაულომ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ დიბალას 10 იანვრის შემდეგ არ უთამაშია და ტრავმის გამო მიმდინარე სეზონი თითქმის გაუცდა.
View this post on Instagram