ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია Rai-სთან ისაუბრა და თქვა, რომ მეათე სკუდეტოს მოგება უკვე შეუძლებელია.
„ვნახე თამაში და ვფიქრობ, რომ მეათე სკუდეტოზე ოცნება საბოლოოდ დაიხურა. დელიკატური მომენტია, „ბენევენტომ“ ის სურვილი გამოავლინა, რაც „იუვეს“ არ ჰქონდა. პირლო? არ ვიცი მისი მომავალი როგორი იქნება.
ბოლო წლებში კლუბში „იუვეს“ დონის ფეხბურთელები არ მისულან. პოტენციურად ადვილ თამაშებშიც კი გუნდს ყოველთვის უჭირს, განსაკუთრებით ანგარიშის გახსნა. „ბენევენტოსთან“ საოცარი პენალტი არ დაინიშნა, მაგრამ გუნდს ნაკლოვანობები აქვს. „იუვე“ ფრთხილად უნდა იყოს ზურგს უკან მყოფი გუნდების გამო, რადგან ისინი უახლოვდებიან. ციკლი იხურება, მაგრამ უნდა გამოვნახოთ ძალა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ“, – თქვა მარკიზიომ.