მთავარი / სიახლეები (გვერდი 176)

სიახლეები

კიელინი: “ვცდილობდი კანავაროსგან მესწავლა ყველაფერი, რაც შემეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ LinkedIn-თან ისაუბრა და საინტერესო თემებს შეეხო. იტალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა რთული პერიოდიდან გამოსვლის გზებზე, თავის მასწავლებლებზე, ვინც დაცვაში თამაშის ხელოვნება ასწავლეს და ჯანლუიჯი ბუფონზე… „სირთულეებს ანალიზი უნდა გაუკეთო და შემდეგ ეძებო გამოსავალი. შეგიძლია დაძლიო რთული მომენტი, მაგრამ გუნდთან უნდა გაერთიანებული მუშაობის ფარგლებში. თუ ადამიანთა ჯგუფი იაზრებს …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო მინიმუმ 10 დღე ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” მცველი მატია დე შილიო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. იტალიელმა ფეხბურთელმა დაზიანება “სასუოლოსთან” მატჩის დასაწყისში მიიღო და მოედანი ცრემლებით დატოვა. სამედიცინო გამოკვლევამ ბარძაყის დაზიანება აჩვენა და უცნობია რამდენი ხანი გაუცდება. მატიას 10 დღის შემდეგ გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება რეალური სურათი ნათელი. მატია დე შილიო ბოლო დროს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ანტირეკორდები, პირლოზე უარესი შედეგი და პარალელი 2015 წელთან

ტურინის „იუვენტუსმა“ პოზიტიური შედეგების შემდეგ შინ „სასუოლოსთან“ წააგო და განგაშის ზარი ისევ გაისმა. როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა და პრობლემები მოუგვარებელი რჩება. „იუვენტუსი“ მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს „ფიორენტინასთან“ ერთად, ოთხეულს 4 ქულით და პირველ ადგილს 13 ქულით ჩამორჩება. გუნდმა რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა. 10 ტურში 13 გოლი გაუშვა, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მიზნებზე საუბარს აზრი არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, გუნდმა ბოლო 15 წუთში ბევრი ინერვიულა და არ შეიძლება ასეთი მატჩების წაგება. „თამაშის ბოლოს წესრიგი დავკარგეთ, მეორე გოლის გაშვება აბსოლუტურად არ იყო საჭირო. უფრო მკაფიოდ უნდა გვეთამაშა, არის მატჩები, რომელთა წაგება შეიძლება. კონკრეტული მეთოდით …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სასუოლო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეათე ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლა და სენსაციური მარცხი განიცადა (1:2). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. პერინი 6 – ფრატეზის გოლში უდანაშაულოა, მანამდე ბერარდის რთული დარტყმა მოიგერია, ბოლოს სასწაული ვერ მოახდინა. დანილო 6 – „იუვე“ მის მხარეს არ ბრწყინავდა. კულუშევსკი შ.გ – თამაშში ბოლოს ჩაერთო, მაგრამ ცუდად. ბონუჩი …

სრულად წაკითხვა »

მორიგი მარცხი, ამჯერად “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ კოშმარული პერიოდი გრძელდება. საქმეს ვერც მასიმილიანო ალეგრი ცვლის და ახლა „მილანთან“ ჩამორჩენა უკვე 13 ქულაა. აშკარაა, რომ „იუვე“ წელს ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ოთხეულში მოხვედრაც დიდი პრობლემა იქნება. „იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ წააგო და დამსახურებულადაც. ტურინული გუნდის თამაში დაცვაში და შეტევაში კრიტიკას ვერ უძლებდა და შედეგიც …

სრულად წაკითხვა »

კიელინის ვრცელი ინტერვიუ: “ტრავმის გამო კარიერის დასრულებაზეც ვფიქრობდი”

ტელეკომპანია DAZN-მა ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტნის, ჯორჯო კიელინის ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის რამდენიმე ეპიზოდი, რამდენიმე დღის წინ ანონსის სახით გაავრცელა. ახლა კი, ის სრული სახით გავრცელდა. ჯორჯომ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თქვა, რომ მძიმე ტრავმის გამო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, როცა 2019 წელს დაშავდა. ტრავმაზე – ტრავმის შემდეგ მძიმე პერიოდი …

სრულად წაკითხვა »

კარნევალი: “ლოკატელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენთან თამაშის დროს”

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მანუელ ლოკატელისა და „იუვენტუსის“ შესახებ ილაპარაკა. როგორც მან თქვა, იტალიელი ნახევარმცველი ახლა უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე „სასუოლოში“ თამაშის დროს იყო. „კერუბინის იმდენჯერ შევხვდი თვლა ამერია. ამჯერად თამაშზე ვხვდებით და არა ტრანსფერისთვის. მისი კიდევ ერთხელ ნახვა სასიამოვნოა, ის ჩემი მეგობარი და შესანიშნავი …

სრულად წაკითხვა »

კიეზა და დიბალა ერთად – “იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “სასუოლოსთან”

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს მეცხრე ტურში “სასუოლოს” უმასპინძლებს და მასიმილიანო ალეგრიმ შეგირდებს მიზნად მხოლოდ გამარჯვება დაუსახა. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ალეგრი მიმდინარე სეზონში პირველად ძირითად შემადგენლობაში ერთად გაამწესებს ფედერიკო კიეზას, პაულო დიბალას, ხუან კუადრადოსა და ალვარო მორატას. ალეგრის მათთან ერთად საშუალება ექნება გუნდის სათამაშო სქემა თამაშის სცენარიდან გამომდინარე შეცვალოს: 4-4-2, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “სასუოლოსთან” უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში “ინტერთან” ქულა აზრს დაკარგავს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია, რადგან სხვა შემთხვევაში „ინტერთან“ სტუმრად მოპოვებული ქულა აზრს დაკარგავს. „ოთხშაბათს 18:30 საათზე (იტალიის დროით) თამაში უცნაური დროა და გავიხსენოთ, რომ ბოლო მატჩი 60 000 გულშემატკივრის თვალწინ ჩავატრეთ. კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან …

სრულად წაკითხვა »