მთავარი / სიახლეები / სერია A / კარნევალი: “ლოკატელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენთან თამაშის დროს”

კარნევალი: “ლოკატელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენთან თამაშის დროს”

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მანუელ ლოკატელისა და „იუვენტუსის“ შესახებ ილაპარაკა. როგორც მან თქვა, იტალიელი ნახევარმცველი ახლა უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე „სასუოლოში“ თამაშის დროს იყო.

„კერუბინის იმდენჯერ შევხვდი თვლა ამერია. ამჯერად თამაშზე ვხვდებით და არა ტრანსფერისთვის. მისი კიდევ ერთხელ ნახვა სასიამოვნოა, ის ჩემი მეგობარი და შესანიშნავი მენეჯერია, თავისი მასწავლებლების, მაროტასა და პარატიჩის ნაზავი.

ლოკატელის ტრანსფერის მოლაპარაკებები ყველაზე გრძელი იყო, მაგრამ არა ყველაზე რთული. ყველაზე ძნელი ლოტიტოსთან აჩერბის „ლაციოში“ ტრანსფერზე მოლაპარაკება იყო. „ბიანკონერიმ“ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გამოიჩინა ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ლოკატელი საჩუქრად გადავეცით? ისინი, ვინც ასე ფიქრობენ, ალბათ კონტრაქტებში არც ისე კომპეტენტურები არიან. ჩვენ იმდენს მივიღებთ, რამდენიც გვინდოდა (37.5 მილიონ ევროს და ბონუსს – რედ). კმაყოფილი ვართ ჩვენც, „იუვეც“ და ლოკატელიც, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ „ბიანკონერიში“ გადასვლა უნდოდა. ახლა ის უფრო ძლიერად თამაშობს, ვიდრე ჩვენთან და ჩემთან ვახშამი მართებს, რადგან როცა ტრანსფერი შედგა, დამპირდა.

ბონუსები? ჩვენთვის მთავარია, რომ მანუელი ბევრს თამაშობს. თუ გოლს გაგვიტანს, არ ვიზეიმებ, რადგან მხოლოდ „სასუოლოს“ გოლებს აღვნიშნავ. ტურინში სათამაშოდ და ბოლომდე საბრძოლველად ვართ, როგორც ეს „სასუოლოს“ სულშია.

ალეგრის ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. ის „იუვენტუსის“ დამატებითი ღირებულებაა, გარკვეული გაგებით ის არის ტრანსფერი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის. სკამაკა და რასპადორი? მართალია, ორივეს შესახებ მაროტას ველაპარაკე „ინტერში“ ტრანსფერზე, კერუბინისთან ჯერჯერობით ასე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ისინი იანვარში გუნდს არ დატოვებენ“, – თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი დღეს თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …