მთავარი / სიახლეები (გვერდი 178)

სიახლეები

“იუვეს” განაცხადი “ინტერთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეცხრე ტურში სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება და მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ცნობილია. ვერ ითამაშებს მოიზე კინი, რომელიც განაცხადში არ იმყოფება, რადგან მცირე ტრავმა აქვს. სამაგიეროდ, დაბრუნდა პაულო დიბალა. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, …

სრულად წაკითხვა »

ინძაგი: “თუ ჩვენი მეტოქე მინდორზე წაქცეული იქნება, თამაშს არ შევაჩერებთ”

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, „იუვე“ კარგ ფორმაშია და მისმა გუნდმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს. „ალეგრი ფიქრობს, რომ „ინტერი“ იტალიაში საუკეთესო გუნდია? სასიამოვნოა ამის მოსმენა. ის არის მწვრთნელი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგივე შემიძლია ვთქვა „ნაპოლის“, „მილანის“, „იუვეს“, „რომას“ და …

სრულად წაკითხვა »

არტური: “ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ “ინტერთან” განსაკუთრებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა „ინტერთან“ მატჩის წინ კომნეტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მატჩია და ეცდებიან, მეტოქეს თავისი თამაშის საშუალება არ მისცენ. „ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანია. „ინტერი“ – „იუვენტუსიც“ ერთ-ერთი მათგანია. მწვრთნელის წყალობით შევძელი მომატება. ალეგრიმ ფეხბურთი იცის და ყველაფერს ამარტივებს. ძალიან მინდოდა მოედანზე დაბრუნება, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ბონუჩის “მილანში” გადასვლა შეცდომა იყო და ამას თვითონაც მალე მიხვდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლეომ შეცდომა დაუშვა და ამას მალევე თავადაც მიხვდა. „როდესაც მითხრა, რომ „იუვეს“ ტოვებდა, ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. მას ბევრი მესიჯი მივწერე, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ურთიერთობების შენარჩუნება. მან ეს ამბავი დილით მითხრა, პრესეზონის …

სრულად წაკითხვა »

მასიმილიანო ალეგრი: “ეს არ არის გადამწყვეტი თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ეს არ არის გადამწყვეტი თამაში და „ინტერი“ სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატია. „ვნახოთ როგორ მდგომარეობაშია გუნდი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თამაშზე, რომელსაც ჩვენ ვითამაშებთ. მშვენიერი საღამო იქნება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტადიონზე 60 ათასი მაყურებელი იქნება, ყველასგან დიდი …

სრულად წაკითხვა »

ბარძალი: “ინტერის” შეტევის და “იუვეს” დაცვის დაპირისპირება გადამწყვეტი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ანდრეა ბარძალიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „დერბი დ’იტალიას“ შესახებ ისაუბრა. იტალიელმა მცველმა ორივე გუნდის ირგვლივ დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ ფრე ალბათ ორივეს დააკმაყოფილებს. „ისტორიული დაპირისპირებაა. „ინტერი“ ძალიან მაღალი ხარისხის გუნდია, რომელიც უფრო აქტიურ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე შარშან, მაგრამ დაცვაში უფრო მეტ გოლს უშვებს. …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “ინტერი” – “იუვეს” მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ორივე გუნდს შეუძლია გამარჯვება და ნებისმიერი შედეგის დაფიქსირება მოსალოდნელია. „კარგი მატჩი იქნება, მაგრამ არმგონია გადამწყვეტი იყო, რადგან ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია. გასაგებია, რომ „იუვე“, რომელიც სატურნირო ცხრილში უკანაა, გამარჯვებას უნდა ეცადოს, მაგრამ ამავე დროს …

სრულად წაკითხვა »

ჯენტილე: “იუვეს” “ინტერთან” შეცდომის უფლება არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო ჯენტილემ „ინტერთან“ მატჩის წინ თავისი მოსაზრება დააფიქსირა. როგორც ლეგენდარულმა მცველმა აღნიშნა, „იუვეს“ „დერბი დ’იტალიაში“ შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. „ჩაკეტილი, ინტენსიური თამაში იქნება, რომელშიც ორივე გუნდი ეცდება უპირატესობის მოპოვებას. „ინტერს“ შეუძლია შეცდომის დაშვება, ხოლო „იუვენტუსს“ ამის უფლება საერთოდ აღარ აქვს, რადგან თუ ვერ მოიგებს, ტიტულისთვის …

სრულად წაკითხვა »

ტარდელი: “იუვე” ლამაზად არ თამაშობს, მაგრამ კონკრეტული მიმართულება აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ მასიმილიანო ალეგრის გუნდის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გუნდის მთავარი ძალა დაცვაში შთამბეჭდავად თამაშია. „მაქს ალეგრის „იუვენტუსი“ ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ისინი ბრუნდებიან ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე ქულათა მაქსიმუმი აქვს. ჩამოყალიბებული გუნდია, შესაძლოა არა ლამაზი, მაგრამ ძლიერი გულით თამაშობს და „დერბი დ’იტალიას“ თავდაჯერებული ხვდება. ცოტა …

სრულად წაკითხვა »

ფაჯიოლი: “ჩემი ოცნება “იუვეში” დაბრუნებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფმა ნიკოლო ფაჯიოლიმ, რომელიც „კრემონეზეში“ იჯარით თამაშობს, განაცხადა, რომ მისი ოცნება „იუვეში“ დაბრუნებაა. „მინდა აქ კარგი სეზონი ჩავატარო, კარგი იქნება თუ კასტროვილის მივბაძავ, რომელმაც „კრემონეზედან“ იტალიის ნაკრებამდე გზა ძალიან სწრაფად გაიარა. ეროვნული ნაკრები ყველა ფეხბურთელის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. „იუვეში“ დაბრუნება? ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ჩემი ოცნება ყოველთვის …

სრულად წაკითხვა »