მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “სასუოლოსთან” უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში “ინტერთან” ქულა აზრს დაკარგავს”

ალეგრი: “სასუოლოსთან” უნდა მოვიგოთ, სხვა შემთხვევაში “ინტერთან” ქულა აზრს დაკარგავს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს თამაში აუცილებლად მოსაგებია, რადგან სხვა შემთხვევაში „ინტერთან“ სტუმრად მოპოვებული ქულა აზრს დაკარგავს.

„ოთხშაბათს 18:30 საათზე (იტალიის დროით) თამაში უცნაური დროა და გავიხსენოთ, რომ ბოლო მატჩი 60 000 გულშემატკივრის თვალწინ ჩავატრეთ. კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან „ინტერთან“ მატჩისთვის მომზადება ადვილი იყო, ხვალ კი უფრო რთულია. ეს მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მილანში მოპოვებული ქულა აზრს დაკარგავს. არის მატჩები, რომელიც მოსაგებია და ასეთია ხვალინდელი. სეზონის სტარტზე დაკარგული ქულები არ გვაძლევს შეცდომის უფლებას, „რომასთან“ გამარჯვებამ მილანში უკეთეს განწყობაზე საშუალება მოგვცა, მაგრამ „ინტერთან“ ფრემ მნიშვნელობა რომ არ დაკარგოს, ხვალ უნდა მოვიგოთ. პასუხისმგებლობით უნდა ვითამაშოთ და გვახსოვდეს, რომ უახლოეს 10 დღეში ბევრი მატჩი გვაქვს. სანაკრებო შესვენებამდე ასევე არის შუაში „ზენიტთან“ მატჩი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მერვედფინალში ნაადრევად გავიდეთ.

„ინტერთან“ არასწორად წავიკითხე თამაში კულუშევსკისთან მიმართებაში, რომელმაც კარგად ითამაშა, ბროჟოვიჩის გაკონტროლებაში, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთ გოლს გავუშებდით, როგორიც გავუშვით. ფედერიკო სკამზე არ ყოფილა მისი ნაკლოვანობების გამო, უბრალოდ თამაში ასე მქონდა წაკითხული. კიეზა საერთაშორისო მოთამაშე და „იუვენტუსის“ ამოსავალი წერტილია, მაგრამ არ შეიძლება ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობით ვითამაშოთ, შეიძლება ყველას მოუწიოს სკამზე დაჯდომა, იმისდა მიხედვით თუ რა სათამაშო გეგმა გვექნება.

ხვალ პერინი, დიბალა და კიეზა ითამაშებენ. ისევე, როგორც დე ლიხტი, რომელიც დაბრუნდა. ბერნარდესკი და კინი ვერ ითამაშებენ, მაგრამ დაგვიბრუნდა რაბიო. კაიო ჟორჟე? ყოჩაღლი ბიჭია, ეს დაამტკიცა „ტორინოსთან“ და „ინტერთან“. ის მუშაობს და იზრდება, ვფიქრობ, შეუძლია შესანიშნავი კარიერა ჰქონდეს, ჭკვიანი და ტექნიკურია, ფეხბურთის თამაში იცის“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …