მთავარი / სიახლეები (გვერდი 200)

სიახლეები

იტალიური მედია: რონალდუსა და “იუვეს” ურთიერთობა დასრულდა

კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსის” სამწლიანი ურთიერთობა პრაქტიკულად დასრულდა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო და რომეო აგრესტი ავრცელებენ. “იუვესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ბოლო კონტაქტი წარმატებული გამოდგა, მაგრამ ტურინელები პარასკევს ელოდებიან ინგლისური გუნდისგან საბოლოო შეთავაზებას და ტრანსფერზე მწვანე შუქიც აინთება. “იუვენტუსი” 30 მილიონ ევროს ითხოვს. რომეო აგრესტი იმასაც იტყობინება, რომ კრიშტიანუმ თავის …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს დეტალები წყვეტს”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შეაფასა. ნედვედის განცხადებით, ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და ჯგუფიდან გასვლა ადვილი არ იქნება. „წელს ძალიან ბევრი დაბალანსებული ჯგუფია, მთა შორის ჩვენიც. ვიცით „ჩელსის“ სიძლიერე, მაგრამ „ზენიტი“ და „მალმიოც“ შესანიშნავი გუნდებია. ცხადია, მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ. ჩემპიონთა ლიგა …

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “იუვეს” მეტოქეები ცნობილია

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და “იუვენტუსის” მეტოქეები გაირკვა. ტურინული გრანდი მეორე კალათაში იყო განთესილი და შესაბამისად, მოწინააღმდეგები პირველი, მესამე და მეოთხე კალათიდან ერგო. “იუვეს” ჯგუფი ასე დაკომპლექტდა: H ჯგუფი “ჩელსი” (ინგლისი) “იუვენტუსი” (იტალია) “ზენიტი” (რუსეთი) “მალმიო” (შვედეთი) ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 14-15 …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა კინის ტრანსფერის თაობაზე ტურინში იმყოფება

ტურინის “იუვენტუსის” ბაზაზე მინო რაიოლა შენიშნეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, საქმე მოიზე კინის ტრანსფერს ეხება. ტურინელები კრიშტიანუ რონალდუს გასხვისებისთვის ემზადებიან და თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდებათ. “ევერტონი” მზადაა იტალიელი ფორვარდი იჯარით დათმოს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი “იუვეს” აკადემიის აღზრდილია და 2018-2019 წლების სეზონში 8 გოლიც გაიტანა, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს აგენტისა და “იუვეს” შეფების შეხვედრა დასრულდა

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებსა და კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც სწორედ ტურინელთა მოთხოვნით გაიმართა. „იუვეს“ შეფები ძალზე უკმაყოფილონი არიან შექმნილი ვითარებით და პრესაში ატეხილი ხმაურით. მათ მენდეშს პირდაპირ აცნობეს, რომ ფეხბურთელის უფასოდ გაშვებას არ აპირებენ და შეუძლია გუნდი დატოვოს, ოღონდ მხოლოდ „იუვეს“ დადგენილი პირობებით. მაურიციო არივაბენემ, პაველ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს შესაძლოა კონტრაქტი გაუწყვიტონ

ტურინის „იუვენტუსი“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება. რონალდუს გუნდიდან წასვლა სურს და Tuttosport-ის ცნობით, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესებულია, მაგრამ ფული გადახდა არ უნდა, ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტა დღის წესრიგშია. „იუვენტუსი“ ჯერჯერობით ისევ 30 მილიონ ევროს ითხოვს ან გაბრიელ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გაირკვა. შესაბამისად, ცნობილია წილისყრის წინ ოთხივე კალათა. “იუვენტუსი” მეორე კალათაშია, რადგან პირველი კალათა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებმა და საუკეთესო 6 შიდა ჩემპიონატის ჩემპიონებმა შეავსეს. აღსანიშნავია, რომ მეორე კალათა გაცილებით ძლიერად გამოიყურება, ვიდრე პირველი კალათა. “იუვეს” ჯგუფში სამი მეტოქე ეყოლება – პირველი, მესამე …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს აგენტი ტურინში ჩავიდა, მიზეზი კრიშტიანუს სავარაუდო ტრანსფერია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში დღეს ტურინში ჩავიდა და კაზელეს აეროპორტიდან პირდაპირ ფეხბურთელის სახლში, „გრან მადრეს“ ეკლესიის მახლობლად მდებარე გორაკზე, სადაც პორტუგალიელი ვარსკვლავი ცხოვრობს. მენდეშის ვიზიტი, რა თქმა უნდა, რონალდუს შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება, რომელსაც კლუბის დატოვება სურს და სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მენდეში ტურინული …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” კაიო ჟორჟე წარადგინა: “ბედნიერი ვარ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი თავდამსხმელი კაიო ჟორჟე წარადგინა. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მას ოცნება აუხდა. „აქ იმისთვის გადმოვედი, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარო, ვითამაშო დიდ ფეხბურთელებთან, ევროპაში გიგანტებთან. „იუვე“ ჩემთვის ყოველთვის ოცნება იყო, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყოველთვის ვოცნებობდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე და ძალიან მინდოდა ამ მაისურის ჩაცმა. …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ “იუვენტუსის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა

კრიშტიანუ რონალდუმ “იუვენტუსის” ვარჯიშზე მარჯვენა ხელის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დატოვა. ის ალექს სანდროსთან შეჯახებისას დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი და შეძლებს თუ არა “ემპოლისთან” თამაშს. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” “ემპოლის” 28 აგვისტოს ტურინში დაუპირისპირდება.   Colpo al braccio destro per #CR7, che chiude l’allenamento in anticipo 🇵🇹7️⃣ pic.twitter.com/LTUHstjH2x …

სრულად წაკითხვა »