მთავარი / სიახლეები / სერია A / მორიგი მარცხი, ამჯერად “სასუოლოსთან”

მორიგი მარცხი, ამჯერად “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ კოშმარული პერიოდი გრძელდება. საქმეს ვერც მასიმილიანო ალეგრი ცვლის და ახლა „მილანთან“ ჩამორჩენა უკვე 13 ქულაა.

აშკარაა, რომ „იუვე“ წელს ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ოთხეულში მოხვედრაც დიდი პრობლემა იქნება.

„იუვენტუსმა“ „სასუოლოსთან“ წააგო და დამსახურებულადაც. ტურინული გუნდის თამაში დაცვაში და შეტევაში კრიტიკას ვერ უძლებდა და შედეგიც ლოგიკურია. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისი თითქოს იმედის მომცემი იყო, შემდეგ გუნდმა თამაში შეწყვიტა და პირველი ტაიმის მიწურულს ფრატეზიმ ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში ხუან კუადრადოს დარტყმა ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა, მერე დიბალას მეკარემ აჯობა და კიეზამ ახლო მანძილიდან ააცილა. 76-ე წუთზე ვესტონ მაკკენიმ ანგარიში გაათანაბრა. თითქოს ტურინულ გრანდს გამარჯვებაზე უნდა გაეწია, მაგრამ დარჩენილ დროში მომენტი ვერ შექმნა, ხოლო მსაჯის დამატებულ ბოლო წუთზე სტუმრების კონტრშეტევა მაქსიმ ლოპესმა გოლით დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.

„იუვეს“ 10 ტურში მხოლოდ 15 ქულა აქვს (4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება). უკვე მეორედ დამარცხდა საკუთარ მოედანზე (მანამდე „ემპოლისთან“), რაც კიდევ უფრო საგანგაშო სიგნალია.

ნათელია, რომ „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში დიდი პრობლემებია და გუნდს არც მაღალი დონის ფორვარდი ჰყავს. მომდევნო შეხვედრა „იუვეს“ შაბათს სტუმრად „ვერონასთან“ ელოდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …