მთავარი / სიახლეები (გვერდი 150)

სიახლეები

ზაკარია: “იუვეს” ჩემი სახით მებრძოლი ფეხბურთელი შეუერთდა, რომელიც ყველაფერს გაიღებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან დენის ზაკარიამ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 25 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამ კლუბში გადასვლა მისთვის დიდი პატივი და ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. „იუვენტუსთან“ კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ჯერ კიდევ არ მაქვს გაცნობიერებული. შესანიშნავი კლუბია, ჩემთვის დიდი პატივია და ვამაყობ, რომ მისი ნაწილი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დენის ზაკარია “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ დენის ზაკარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვეიცარიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. ზაკარია „იუვეში“ 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება და 28-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელი „გლადბახში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 146 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის ჟენევის …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: დეიან კულუშევსკიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ დეიან კულუშევსკიმ დატოვა. „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვედი ფეხბურთელი ლონდონის „ტოტენჰემს“ 18-თვიანი იჯარით შეუერთდა, რომლის საფასური 10 მილიონი ევროა, ხოლო ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლებათ (პლუს 5 მილიონი ბონუსი). დეიან კულუშევსკი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 74 მატჩში 9 გოლი და 10 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: როდრიგო ბენტანკურმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ როდრიგო ბენტანკურის „ტოტენჰემში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 19 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც 6 მილიონი ევრო ბონუსად დაემატება. ბენტანკური „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 3 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან 3-ჯერ მოიგო სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერთასი და 2-ჯერ იტალიის თასი. აღსანიშნავია, რომ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ფედერიკო გატი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ ფედერიკო გატის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 23 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „ფროზინონემ“, სადაც გატი თამაშობდა, 7.5 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ გატი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იტალიურ კლუბში დარჩება. ფედერიკო გატი ცენტრალური მცველია და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი …

სრულად წაკითხვა »

როგორი იქნება “იუვეს” შემადგენლობა ტრანსფერების შემდეგ?

ტურინის „იუვენტუსმა“ სატრანსფრო ფანჯრის დროს ძალიან იაქტიურა და შემადგენლობაში ცვლილებებია. გუნდმა დუშან ვლაჰოვიჩი და დენის ზაკარია დაიმატა, რამაც ფანებში დიდი მოლოდინი და იმედი გააჩინა. Tuttosport-მა გამოაქვეყნა განახლებული „იუვეს“ სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საორიენტაციო შემადგენლობაა და არავინ იცის მასიმილიანო ალეგრი როგორ არჩევანს გააკეთებს კონკრეტულ მატჩებში, მაგრამ ტურინული …

სრულად წაკითხვა »

რემზი შესაძლოა დღეს “რეინჯერსში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ შესაძლოა კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვოს. უელსელ ფეხბურთელს წინადადება გლაზგოს „რეინჯერსიდან“ აქვს და შეთანხება შეიძლება შედგეს. რემზი „იუვენტუსის“ გეგმებში არ შედის და კლუბი არ აპირებს, მის გამოყენებას, ამიტომაც ტრანსფერზეა დაყენებული. მისი კონტრაქტი ძალაში 2023 წლამდეა და წელიწადში 7 მილიონი ევრო აქვს ხელფასი, ამიტომაც, კლუბს …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო გატი J Medical-ში მივიდა [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსმა” “ფროზინონედან” ნიჭიერი ცენტრალური მცველი, ფედერიკო გატი დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელი ტურინშია და უკვე J Medical-ში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. გატის სანაცვლოდ “იუვემ” 7.5 მილიონი ევრო გაიღო, მაგრამ ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “ფროზინონეში” იჯარით დარჩება და ტურინში ზაფხულში დაბრუნდება. კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. გატი ერთ-ერთი ნიჭიერი იტალიელი …

სრულად წაკითხვა »

დენის ზაკარია J Medical-ში მივიდა [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული დენის ზაკარია J Medical-ში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, საღამოს კი კონტრაქტს გააფორმებს. 25 წლის შვეიცარიელ ნახევარმცველს “იუვე” სეზონში 3 მილიონ ევროს გადაუხდის და კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს. ზაკარიას ტრანსფერი ტურინულ გრანდს მთლიანობაში 8 მილიონი ევროდ დაუჯდა – 5 მილიონი ფიქსირებული თანხა და პლუს ბონუსები. 👋 …

სრულად წაკითხვა »

დენის ზაკარია ტურინშია [VIDEO]

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული დენის ზაკარია ტურინში ჩავიდა. კაზელეს აეროპორტში თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფეხბურთელი კლუბთან 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება. “გლადბახმა” 25 წლის შვეიცარიელ ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონი დაემატება. ზაკარია დღეს დილით სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ …

სრულად წაკითხვა »