მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ვცდილობდი კანავაროსგან მესწავლა ყველაფერი, რაც შემეძლო”

კიელინი: “ვცდილობდი კანავაროსგან მესწავლა ყველაფერი, რაც შემეძლო”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ LinkedIn-თან ისაუბრა და საინტერესო თემებს შეეხო. იტალიელმა ფეხბურთელმა ისაუბრა რთული პერიოდიდან გამოსვლის გზებზე, თავის მასწავლებლებზე, ვინც დაცვაში თამაშის ხელოვნება ასწავლეს და ჯანლუიჯი ბუფონზე…

„სირთულეებს ანალიზი უნდა გაუკეთო და შემდეგ ეძებო გამოსავალი. შეგიძლია დაძლიო რთული მომენტი, მაგრამ გუნდთან უნდა გაერთიანებული მუშაობის ფარგლებში. თუ ადამიანთა ჯგუფი იაზრებს და დარწმუნებულია რას აკეთებს, თუნდაც იდეა არ იყოს მთლად სწორი, მაინც შეძლებს მიზნის მიღწევას. თუ იდეა სწორია და სამუშაო ჯგუფი არ არის დარწმუნებული მის წინსვლაში, ის წარმატებული ვერ იქნება.

ფეხბურთში ბევრი მენტორი მყავდა, მაგრამ ტექნიკურად ორი მახსენდება: კანავარო და ლეგროტალიე. ფაბიო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მცველი იყო, როდესაც ერთად ვთამაშობდით, ყოველთვის ვცდილობდი მისგან მომეპარა ყველაფერი, რაც შემეძლო. მეორეს მხრივ, ლეგროტალიე იყო ჩემი პირველი ნამდვილი მწყვილე დაცვის ცენტრში, მან ბევრი რამ მასწავლა. მისი წყალობით მივხვდი, რომ ეს პოზიცია ჩემთვის შეიძლება იდეალური ყოფილიყო. შემდეგ არის ჯიჯი ბუფონი, ჩემი უფროსი ძმა, დიდი ხნის განმავლობაში ჩემი კაპიტანი „იუვესა“ და იტალიის ნაკრებში. ჯიჯი ყოველთვის ახერხებდა საჭირო დროს საჭირო სიტყვების პოვნას: მას ყოველთვის ჰქონდა რაღაც ჯადოსნური.

პირველ რიგში ყველა უნდა საკუთარი თავი და არავის ბაძავდეს. ბუფონის კოპირება შეუძლება, თუნდაც მისგან მაგალითი ავიღო, არასდროს ვიქნები მისნაირი. გუნდში 25 ფეხბურთელია, სხვადასხვა ასაკის, ხასიათის, სოციალური სტატუსის, შეიძლება ვიღაც უფრო გამორჩეული მოთამაშეა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. გუნდისთვის ბომბარდირიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მესამე მეკარე, ვინც 10 თამაშს თამაშობს და ვინც 30 მატჩს ატარებს. ბალანსის პოვნა ფუნდამენტურია, გუნდის დასახმარებლად რაღაც უნდა გაიღო“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …