მთავარი / სიახლეები (გვერდი 160)

სიახლეები

ანიელის კორონავირუსი აქვს, “იუვე” სუპერთასის მატჩს ბევრი დანაკლისით ხვდება

ტურინის „იუვენტუსი“ „რომასთან“ დრამატული გამარჯვებისა და ფედერიკო კიეზას უმძიმესი ტრავმის შემდეგ იტალიის სუპერთასის მატჩისთვის ემზადება. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 12 იანვარს, მილანში, „ინტერს“ სატიტულე შეხვედრაში ესტუმრება, მაგრამ ძალიან შესუსტებული შემადგენლობით. ფედერიკო კიეზას გარდა, „ინტერთან“ მატიას დე ლიხტი და ხუან კუადრადო ვერ ითამაშებენ, რომლებსაც დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევთ და ისინი „უდინეზესთან“ დაბრუნდებიან. ლეონარდო …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “მოედანზე მალე შევხვდებით”

ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გულშემატკივრების მადლობელია და მოედანზე მალე დაბრუნებას ეცდება. „გულწრფელი მადლობა ყველას მხარდამჭერი მესიჯებისთვის. მალე შევხვდებით მოედანზე“, – წერს ინსტაგრამში კიეზა. შეგახსენებთ, რომ კიეზამ 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

“ინტერი” და “მილანი” კიეზას ტრავმას გამოეხმაურნენ

ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე სეზონი დაასრულა და მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელის ტრავმას მილანის „ინტერი“ გამოეხმაურა და ფეხბურთელს მალე დაბრუნება უსურვა. „გამოჯანმრთელებას გისურვებთ ფედერიკო კიეზა. მოუთმენლად ველოდებით შენთან შეხვედრას მოედანზე სხვა დიდ მატჩებში“, – წერს „ინტერის“ ვებგვერდი სოციალურ ქსელში. “მალე დაბრუნებას გისურვებთ ფედერიკო, მოედანზე გელოდებით”, …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრების შიში სამწუხაროდ გამართლდა – ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რომელმაც მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების სერიოზული დაზიანება აჩვენა და ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებშ ჩაუტარდება. ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა, რის გამოც ფედერიკო მინიმუმ 6 თვე მოედანზე ვერ გავა და შესაბამისად, მისთვის ეს …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “პენალტის დროს გამიმართლა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვოიცეხ შჩესნიმ „რომასთან“ (4:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა მეკარემ აღნიშნა, მოგერიებული პენალტის დროს უფრო გაუმართლა, ვიდრე კარგად ითამაშა. „კარგი გრძნობაა პენალტის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მოგერიება. თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო გამიმართლა, ვიდრე ვიყოჩაღე, რადგან ოდნავ ადრე გადავხტი, ამიტომაც, წონასწორობის შენარჩუნება გამიჭრდა, როცა პელეგრინი დაარტყმა, მაგრამ შევძელი …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “ეს გამარჯვება ჩვენთვის სტიმული უნდა გამოდგეს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „რომასთან“ (4:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, ეს გამარჯვება გუნდისთვის სტიმული უნდა გამოდგეს. „წარმოუდგენელი მატჩი მოვიგეთ, ნამდვილად გიჟური და აღფრთოვანებული ვარ გატანილი გოლით, რომელიც ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა შჩესნი მიერ მოგერიებული პენალტის წყალობით. ეს იყო გუნდურუ გამარჯვება, რომელიც დღეს ერთიანი …

სრულად წაკითხვა »

მარკო ლანდუჩი: “5 წლის სიცოცხლე მომაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ასისტენტმა მარკო ლანდუჩიმ „რომასთან“ გამარჯვების (4:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდმა ხასიათი აჩვენა, მას კი 5-6 წლის სიცოცხლე მოაკლდა. „როდესაც იმარჯვებ, ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზია. 1:3-ს ვაგებდით, მაგრამ ლოკატელის გოლით ყველაფერი შეიცვალა, ამან თავდაჯერება შეგვმატა და შემდეგ მოვახერხეთ დაქამბექება. ძალიან ბედნიერი ვარ …

სრულად წაკითხვა »

კიეზამ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ „რომასთან“ მატჩში მარცხენა მუხლი დაიზიანა. ფედერიკო კრის სმოლინგთან კონტაქტის შემდეგ დაშავდა და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. მას სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება, მაგრამ იტალიური მედია შიშობს, რომ ჯვარედინი მყესები გაწყვეტილია. ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა, რომლის რეაბილიტაციას მინიმუმ 6 თვე სჭირდება და თუ გამოკვლელამ ეს დაადასტურა, მაშინ კიეზასთვის …

სრულად წაკითხვა »

“რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ ძალზე დრამატულ მატჩში 4:3 დაამარცხა, პაულო დიბალას, მანუელ ლოკატელის, დეიან კულუშევსკისა და მატია დე შილიოს გოლებით. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 7 – გაშვებულ გოლებში ბევრი არაფერი შეეძლო, „იუვე“ ყოველთვის ძალიან პასიური იყო ამ მომენტებში. მოგერიებული პენალტით საბოლოოდ დაავიწყა ხალხს სეზონის სტარტზე …

სრულად წაკითხვა »

1:3-დან 4:3! “იუვენტუსმა” “რომასთან” საოცარი მატჩი მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ უდრამატულეს შეხვედრაში დაამარცხა – 4:3! ამ შეხვედრაშ გულშემატკივრებმა ყველაფერი იხილეს და ეს თამაში დიდხანს არ დაავიწყდებათ. „რომა“ სწრაფადვე ტამი აბრაჰამის გოლით დაწინაურდა, თუმცა მალევე ფედერიკო კიეზას პასით პაულო დიბალამ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და ტაიმიც ასე დასრულდა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ვითარება ძალიან ცეცხლოვანი …

სრულად წაკითხვა »