მთავარი / სიახლეები / სერია A / შჩესნი: “პენალტის დროს გამიმართლა”

შჩესნი: “პენალტის დროს გამიმართლა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვოიცეხ შჩესნიმ „რომასთან“ (4:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პოლონელმა მეკარემ აღნიშნა, მოგერიებული პენალტის დროს უფრო გაუმართლა, ვიდრე კარგად ითამაშა.

„კარგი გრძნობაა პენალტის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მოგერიება. თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო გამიმართლა, ვიდრე ვიყოჩაღე, რადგან ოდნავ ადრე გადავხტი, ამიტომაც, წონასწორობის შენარჩუნება გამიჭრდა, როცა პელეგრინი დაარტყმა, მაგრამ შევძელი კუთხის გამოცნობა და მოგერიება.

ეს გამარჯვება ათვლის წერტილი უნდა იყოს. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და უნდა გვქონდეს ბრძოლის ამბიცია, რომ ყოველთვის ვიყოთ იტალიის საუკეთესო გუნდი. დღეს რთული თამაში მოვიგეთ, რადგან „რომა“ ძლიერი გუნდია. თუმცა, რეაქცია, რომელიც გამოვავლინეთ, მართლაც მნიშვნელოვანი იყო“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე 12 იანვარს, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …