მთავარი / სიახლეები / ანიელის კორონავირუსი აქვს, “იუვე” სუპერთასის მატჩს ბევრი დანაკლისით ხვდება

ანიელის კორონავირუსი აქვს, “იუვე” სუპერთასის მატჩს ბევრი დანაკლისით ხვდება

ტურინის „იუვენტუსი“ „რომასთან“ დრამატული გამარჯვებისა და ფედერიკო კიეზას უმძიმესი ტრავმის შემდეგ იტალიის სუპერთასის მატჩისთვის ემზადება.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი 12 იანვარს, მილანში, „ინტერს“ სატიტულე შეხვედრაში ესტუმრება, მაგრამ ძალიან შესუსტებული შემადგენლობით.

ფედერიკო კიეზას გარდა, „ინტერთან“ მატიას დე ლიხტი და ხუან კუადრადო ვერ ითამაშებენ, რომლებსაც დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევთ და ისინი „უდინეზესთან“ დაბრუნდებიან. ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა გუნდს დაუბრუნდეს, მაგრამ მაქსიმუმ სათადარიგო სკამზე და ძირითადში ჯორჯო კიელინისა და დანიელე რუგანის დუეტი ითამაშებს, ხოლო ფლანგებს მატია დე შილიო და ლუკა პელეგრინი გაამაგრებენ.

„იუვეს“ გამოუჯანმრთელდა დანილო, რომელსაც ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია და ჯერ ცხადია, ძირითადში მოსახვედრად მზად არ არის.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ტურინელთა პრეზიდენტ ანდრეა ანიელის კორონავირუსი აქვს და რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაშია, შესაბამისად, სუპერთასის მატჩს ვერ დაესწრება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …