მთავარი / სიახლეები / სერია A / ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრების შიში სამწუხაროდ გამართლდა – ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

24 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რომელმაც მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების სერიოზული დაზიანება აჩვენა და ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებშ ჩაუტარდება. ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა, რის გამოც ფედერიკო მინიმუმ 6 თვე მოედანზე ვერ გავა და შესაბამისად, მისთვის ეს სეზონი დასრულდა.

კიეზა ასევე დააკლდება იტალიის ნაკრებს მარტში, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებში. ამრიგად, მას მხოლოდ მომდევნო სეზონში უნდა ველოდოთ მოედანზე, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონის სტარტიც გამოტოვოს.

ფედერიკო კიეზამ 2021-2022 წლების სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებული 18 მატჩით, 4 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …