ჯანლუიჯი ბუფონმა „ჯენოასთან“ „იუვენტუსის“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში (იგულისხმება სერია A და სერია B) 513-ე თამაში ჩაატარა და ალესანდრო დელ პიეროს გაუტოლდა.
ბუფონი მატჩები ასე ნაწილებდა: სერია A – 476 მატჩი, სერია B – 37 თამაში.
დელ პიეროს კი შემდეგნაირად: სერია A – 478 მატჩი, სერია B – 35 თამაში.
ევროტურნირებსა და იტალიის სათასო შეხვედრებსაც თუ ჩავთვლით, ალესანდროს აქტივში 705, ხოლო ჯიჯის აქტივში 660 მატჩია.