მთავარი / სიახლეები / სერია A / “ბრეშამ” “იუვენტუსის” შესახებ ბალოტელის უსაფუძვლო განცხადება დაგმო

“ბრეშამ” “იუვენტუსის” შესახებ ბალოტელის უსაფუძვლო განცხადება დაგმო

„ბრეშას“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ინსტაგრამის ლაივ ვიდეოში „იუვენტუსის“ მისამართით შეტევა განხორციელა. იტალიელმა თქვა, რომ ჩემპიონატი იქამდე არ შეაჩერეს, სანამ „იუვენტუსი“ არ გალიდერდა.

„ჩემპიონატის შეწყვეტამდე მათ „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილის სათავეში უნდა დაებრუნებინათ“, – თქვა ბალოტელიმ.

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ „ლაციო“ „იუვენტუსს“ 2 ქულით უსწრებდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ „იუვეს“ „ინტერთან“ მატჩი 1 კვირით გადაიდო. შესაბამისად, ბალოტელის სიტყვები ცოტა არ იყოს, საფუძველს მოკლებულია, რადგან „ლაციო“ ლიდერი (თანაც მხოლოდ ერთი კვირა) იმიტომ იყო, რომ „იუვენტუსზე“ თამაშით მეტი ჰქონდა ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ ბალოტელის მოსაზრებას მისი კლუბი „ბრეშა“ ოფიციალურად გამოეხმაურა და მარიოს სიტყვებს გაემიჯნა:

„ბრეშა“ ოფიციალურად ემიჯნება იმას, რაც მარიო ბალოტელიმ თქვა. თითქოს ჩემპიონატში ერთ გუნდს დაეხმარნენ პირველი ადგილის დაბრუნებაში. „ბრეშა“ ხაზს უსვამს, რომ ეს ფეხბურთელის პირადი მოსაზრებაა და კლუბთან კავშირი არ აქვს“, – ნათქვამია ლომბარდიელთა განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …