ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი შემოწირულობა გაიღეს.
როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, პიემონტის სასწრაფო დახმარების კომპანიებს ხელმძვანელები და ფეხბურთელები 300 ათასი ევროს ოდენობის თანხით დაეხმარნენ და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
გარდა ამისა, ამ დღეებში, როდესაც იტალიაში სახლში დარჩენა სავალდებულოა, 1 თვის განმავლობაში „იუვენტუსის“ ტელევიზია ყველასთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.