ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ JTV-სთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ მანამდეა ჩაწერილი, სანამ კლუბში კარანტინი გამოცხადდებოდა.
ვარჯიშები – მას შემდეგ, რაც ყავარჯნები მოვიშორე, თითქოს თავიდან დავიბადე. თვეების უთამაშებლობა? ყოველთვის სახლში ვიყავი, უფრო მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან და ჩემს შვილთან, რომელიც ჩემი მდგომარეობით შეშინებული იყო.
„იუვე“ – ეს არის ამბიციური გუნდი, ყოველთვის სათავეში. ყოველთვის გვაქვს ახალი სტიმული და გვინდა წინ წასვლა. „იუვენტუსი“ წლიდან წლამდე ვითარდება, როგორც სპორტული მიზნები. გვინდა მოვიგოთ ყველაფერი, სადაც ვთამაშობთ.
გოლის აღნიშვნის სტილი – 2009 წელს, „ტორინოსთან“ გატანილი გოლის შემდეგ დაიბადა.