მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “მსგავსი დამოკიდებულებით ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

ბონუჩი: “მსგავსი დამოკიდებულებით ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა.

ნამატჩევს ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა და ვრცლად ისაუბრა მნიშვნელოვან გამარჯვებაზე:

„ეს გამარჯვება იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც იზრდება. გუშინ ვთქვი, რომ გული უნდა ჩაგვედო თამაშში და ასეც იყო. პირველ ადგილზე გავედით და ვაჩვენეთ, რომ თვითშეფასებით და ასეთი შეგნებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია.

როგორც გუშინ ვთქვი, ჩვენი დიდი სურვილი გვქონდა გამარჯვბის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქ ჩამოვედით სახლში 3:0 მოგებით და 0:0 ვითამაშეთ, ეს კი, კიდევ უფრო სასიამოვნო მომენტია. როდესაც მსხვერპლის გაღების სურვილი გაქვს და კრიშტიანუსნაირი უშეცდომო სნაიპერი გყავს, გჯერა, რომ ამის გაკეთება შეგიძლია.

ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ, რადგან სერია A-შიც გვჭირდება ასეთი მატჩები. შაბათის დერბის მეორე ტაიმში კარგად ვითმაშეთ, ასეთი თამაში ბოლოს გამარჯვებამდე მიგიყვანს. გამარჯვებები თავგანწირვისია და დიდი ღირებულებების შედეგია.

ყველას გვინდოდა ასეთი „იუვეს“ ხილვა, მოედანზე განსაკუთრებული განწყობით, დიდი მონდომებით გავედით და ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევდით. ამან უნდა მოიტანოს ცვლილებები, ეს უნდა იყოს ჩვენი შემდგომი ზრდის ნაბიჯი. ასეთი თამაში თვითშეფასების ამაღლებას და იმის გაცნობიერებას ემსახურება, რომ მსგავსი მონდომებით და სურვილით ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში „იუვე“ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, სავარაუდო მეტოქეების სრული ჩამონათვალი ოთხშაბათს გაირკვევა, ხოლო ამ ეტაპზე „სევილია“ და „პორტუ“ არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …