მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა, ასე უნდა გავაგრძელოთ”

რონალდუ: “ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა, ასე უნდა გავაგრძელოთ”

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ კარში პირველი გოლები გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერები ვართ. ვიცოდით, რომ თითქმის შეუძლებელი მისია იყო „კამპ ნოუზე“ ამ შედეგის მიღწევა, მაგრამ ეს გავაკეთეთ. მთავარი იყო სწორი სულისკვეთებით მოედანზე გასვლა, 30 წუთის შემდეგ უკვე 2:0-ს ვიგებდით და მივხვდით, რომ ამი გაკეთება შეგვეძლო. ამ შედეგმა შესაძლოა თვითრწმენა აგვიმაღლოს, ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „ბარსელონაა“, რომელიც მიუხედავად რთული მომენტისა, მაინც შესანიშნავი გუნდია. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მატჩებში ამ გზას გავყვებით, მათ შორის, უახლოეს შეხვედრაში „ჯენოასთან“, – თქვა რონალდუმ.

პორტუგალიელმა ამ კომენტარის გარდა, სოციალურ ქსელში გასახდელში გუნდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა

„ყოველთვის სასიამოვნოა ესპანეთსა და კატალონიაში დაბრუნება. ყოველთვის რთულია „კამპ ნოუზე“ ეთამაშო ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, რომლის წინააღმდეგ ოდესმე მითამაშია. დღეს ჩვენ ჩემპიონი გუნდი ვიყავით. ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვართ, ძლიერი და ერთიანი! ასე უნდა ვითამაშოთ სეზონის ბოლომდე, არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. წავედით, ბიჭებო! წავედით „იუვე“, Fino Alla Fine”, – დაწერა რონალდუმ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano)

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში „იუვე“ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, სავარაუდო მეტოქეების სრული ჩამონათვალი ოთხშაბათს გაირკვევა, ხოლო ამ ეტაპზე „სევილია“ და „პორტუ“ არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …