მთავარი / სიახლეები / პირლოს პრესკონფერენცია “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ

პირლოს პრესკონფერენცია “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა.

ისტორიული მატჩი ანდრეა პირლომ შეაფასა და ახლგაზრდა სპეციალისტმა გუნდის მონდომება და სტიმული მოიწონა.

„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ჩვენი გზისთვის. მნიშვნელოვანი იყო გაგვეგრძელებინა ისე, როგორც ტურინული დერბის მეორე ტაიმში ვითამაშეთ. როდესაცამ კონცენტრაციით და მონდომებით თამაშობ, შედეგს იღებ.

ჩვენ შესწავლილი გვქონდა „ბარსელონას“ თამაში და ნახევარდაცვის ცენტრში რიცხობრივი უპირატესობა დავგეგმეთ მათი ორი ნახევარმცველის წინააღმდეგ ჩვენ სამი ნახევარმცველი გავამწესეთ. ვიცოდით, რომ ასე პრობლემებს შევუქმნიდით.

ყველას უნდოდა ასეთი თამაში, ყველაზე მეტად კი რონალდუს სურდა თავისი მარადიული მეტოქის წინააღმდეგ შესანიშნავად ეთამაშა. როდესაც ეს სტიმული გაქვს, ყველაფერი უფრო მარტივდება. ადვილი არ არის მუდმივად ასე თამაში, რადგან ბევრი თამაშია, მაგრამ ასეთ მატჩებში თვითდაჯერებული ხდები და სტიმულს პოულობ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიზანი სერია A-ც არის და სავალდებულოა მსგავსი დამოკიდებულება იქაც გვქონდეს, პირველ რიგში ახლა „ჯენოას“ წინააღმდეგ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში „იუვე“ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, სავარაუდო მეტოქეების სრული ჩამონათვალი ოთხშაბათს გაირკვევა, ხოლო ამ ეტაპზე „სევილია“ და „პორტუ“ არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …