ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ისინი კრიტიკოსებს პასუხს მოედნიდან სცემენ.
„იუვენტინოებისთვის დიდებული საღამო იყო, ვიღაცეები უკვე ზეიმობდნენ, ჩვენ გვარკიტიკებდნენ, მაგრამ პასუხს მოედნიდან ვიძლევით. პირველ შეხვედრაში რაღაც დაგვაკლდა, მაგრამ დღეს ყველაფერი გავიღეთ და „ალიანც სთედიუმმა“ ნამდვილად მე-12 მოთამაშის როლი ითამაშა. ახლა გენუაში გამარჯვება გვსურს, რომ შესანიშნავი აპრილისთვის სათანადადო მოვემზადოთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.