ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, პირველიდან ბოლო წუთამდე გუნდი შესანიშნავი იყო.
„ყველამ განსაკუთრებული თამაში ჩაატრა. დიდებული საღამო იყო პირველიდან ბოლო წუთამდე. ბედნიერები ვართ, ახლა შემდეგ ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენი მუშაობით, გვინდა კიდევ უფრო გავიზარდოთ ჩემპიონთა ლიგისთვის. ცოტა ხნის წინ ყველა ამბობდა, რომ გავარდნილები ვიყავით, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ვითამაშოთ ისე, როგორც დღეს. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და კრიშტიანუ მსოფლიოში საუკეთესოა“, – განაცხადა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.