ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „რომასთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სწორედ ასეთი თამაშები აჩენს გუნდურ სულისკვეთებას.
„ეს არის მატჩები, რომლებშიც გუნდური სულისკვეთება ჩნდება. ვიცოდით, რომ „რომასთან“, რომელსაც ბურთის ფლობა შეუძლია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, მოგვიწევდა მსხვეპლის გაღება და სირთულეების გადატანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ, როგორც შესანიშნავმა გუნდმა. „ინტერთან“ მარცხის შემდეგ შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ, მწვრთნელმა მოგვცა კომპაქტურობა და გაგვიმართა, რომ იმ მატჩიდან სამ დღეში იტალიის სუპერთასის თამაში გვქონდა, რომელიც მოვიგეთ და დაგვეხმარა იმის გაცნობიერებაში, რომ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა. ახლა, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.