ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „რომასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მათ მეტოქე კარგად შეისწავლეს და ასეთი თამაშისთვის მოემზადნენ.
„ამ ტიპის მატჩისთვის მოვემზადეთ, ვიცოდით, რომ „რომა“ კარგ ფეხბურთს თამაშობდა და რთული იქნებოდა, მათი ყოველთვის ინტენსიურად აყვანა. როდესაც შეგვიძლია ეს კარგად გავაკეთოთ, ვაკეთებთ, როდესაც არ გამოდის, ასეთ გზას ვირჩევთ. ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც „რომამ“ პირველი წრის მატჩში, როცა ხშირად თავისუფალი გვტოვებდნენ. ეს არის ის, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს, რადგან ყოველ სამ დღეში გვაქვს მატჩბეი და ყოველთვის არ გვაქვს იმის ძალა, რომ მაღალი პრესინგი ვითამაშოთ.
ჯორჯო დაბრუნდა, ის გვაძლევს იმას, რასაც ველოდით და კარგად თამაშობს, როგორც სხვები. ვიპოვეთ ენთუზიაზმი და ახლა დაცვაში უფრო მყარად ვართ, უფრო მეტი ყურადღებით, რათა არ გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. ვმუშაობთ და კარგ ეტაპზე ვართ, გვყავს კონურენტუნარიანი შემადგენლობა, რაც ამ კვირაში დავამტკიცეთ. ამ შემადგენლობაში დროდადრო რაღაცები იცვლება.
რამდენად გავიზარდე? სიმაღლეში ყოველთვის ერთი და იგივე ვარ (იცინის). სერიოზულად, ყოველი თამაშის და ყოველი მარცხის შემდეგ გავიზარდე. საბედნიეროდ, შესანიშნავი გუნდი მყავს, რომელიც მომყვება, ზურგს მიმაგრებს დიდებული კლუბი, ამიტომ, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ.
რა ვისწავლე? იტალიაში ბევრნაირი ტაქტიკაა და ყველა მატჩი განსხვავებულია. შესაბამისად, ყოველთვის ერთნაირად ვერ ითამაშებ, თორემ სქემატური და პროგნოზირებადი გახდები.
„ინტერი“? გუშინ მათ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, ეს შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ეს ვიცოდით წინა კვირაში ჩვენი მატჩის წინაც. ეს დიდი ბრძოლა იქნება. დიბალა? კარგად ემზადება და იმედი მაქვს, რომ მალე ხელმისაწვდომი იქნება“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.