მთავარი / სიახლეები / სერია A / არტური: “თავიც კარგად დავიცავით და შანსებიც გამოვიყენეთ”

არტური: “თავიც კარგად დავიცავით და შანსებიც გამოვიყენეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა არტურმა „რომასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელი როგორც ამ შეხვედრას, ისე თავისი თამაშის პროგრესს შეეხო.

„რთული გამარჯვება იყო, თამაშის გარკვეულ მომენტში უფრო მეტად თავის დაცვა გვიწევდა, ჩვენ ეს კარგად მოვახერხეთ და ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. მაშინ, როდესაც შეტევის და გოლის გატანის შანსი იყო, კარგად ვითამაშეთ.

პირადად მე მადლობა უნდა გადავუხადო ტექნიკურ პერსონალს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. პირლო ყოველთვის საუბრობდა ჩემთან, მეკითხებოდა სად და როგორ მირჩევნია თამაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. სუპერთასზე გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან დიდი თავდაჯერება მოგვცა, რაც გუნდისთვის ფუნდამენტურია“, – თქვა არტურმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს სამშაბათს იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …