ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო ბონინიმ გუნდში არსებულ ვითარებაზე და რომელუ ლუკაკუ-პაულო დიბალას შესაძლო გაცვლაზეც ისაუბრა.
„დიბალა-ლუკაკუს გაცვლა ჩემთვის უცნაურია. არგენტინელი სარისთვის შესაძლოა „ნაპოლის“ მერტენსი გახდეს. საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება იგუაინთან და მანჯუკიჩთან მიმართება, რომლებიც ლუკაკუს მსგავსად ცენტრფორვარდები არიან. დიბალასაც შეუძლია, რომ ამ პოზიციაზე ითამაშოს.
ახლა „ბიანკონერის“ თითო პოზიციაზე ორი ფეხბურთელი ჰყავს და საუკეთესოები უნდა შეირჩეს. ნახევარდაცვაში სარის შეუძლია აირჩიოს ვინც სურს, იგივე ითმის ფლანგებზეც, სადაც არჩევნის სიუხვეა. დაცვაში კი შესაძლოა რუგანი წავიდეს.
არამგონია სარისთვის რთული იყოს მისი სტილის „იუვეში“ დამკვიდრება. ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ფეხბურთელებმა მისი თამაშის სტილი ვერ ირწმუნონ“, – თქვა ბონინიმ.