მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკის აგენტი: “ფედერიკო “იუვენტუსს” არ დატოვებს”

ბერნარდესკის აგენტი: “ფედერიკო “იუვენტუსს” არ დატოვებს”

ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსის“ დატოვებას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ჯუზეპე ბოცომ გაავრცელა.

„ფედერიკო „იუვენტუსში“ კმაყოფილია. არა, მის ტრანსფერზე სხვა გუნდებთან არ მისაუბრია. ვწუხვარ, რომ ქომაგები უსტვენენ, სარი და კლუბი მას ყოველთვის იცავდა. ჩემი აზრით, ფედერიკოს ბუნებრივი პოზიცია ფლანგზე თამაშია და ამ დროს ყოველთვის უკეთესია. შემთხვევითი არაა, რომ ეროვნული ნაკრების წევრია. ბერნარდესკი გუნდს არ დატოვებს“, – თქვა ბოცომ.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …