ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა განაცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ გადასვლა მანამდე შეეძლო, ვიდრე გადავიდა.
„იუვენტუსში“ გადასვლა ორი წლით ადრე შემეძლო (2014 წელს – რედ), მაგრამ არ მინდოდა ეტაპის დარღვევა. შესანიშნავ გარემოში ვიყავი. შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ დადგა დრო „იუვეს“ სამყაროში შევსულიყავი“, – თქვა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსს“ 2016 წლის ზაფხულში „რომადან“ შეუერთდა, მაგრამ როგორც გაირკვა, მანამდეც ჰქონდა შანსი შავ-თეთრი მაისური მოერგო.