ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ მატია პერინმა „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. იტალიელი მეკარე გაკეთებულ არჩევანს არ ნანობს და უაკნ დაბრუნება რომ შეეძლოს, ახლაც იგივეს გააკეთებდა.
გარდა ამისა, განაცხადა, რომ ჯანლუიჯი ბუფონი საუკეთესო მეკარეა, რომელთანაც ახლოს არავინ დგას. ასევე აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექში დარწმუნებული იყო.
„ჩემთვის მითი ბუფონია, არავინ არ იქნება მისნაირი, არ ვიცი რამდენი წლის განმავლობაში. 20 წელია ტოპ დონეზე თამაშობს და მხოლოდ კასილიასი იყო მასთან ახლოს, ისიც ცოტა ხნით. დიდა და ჟულიო სეზარი ფენომენები იყვნენ 4-5 წელი, მაგრამ მეტიხანს არა. ბუფონი თავის თაობაში ერთადერთია. ამჟამად საუკეთესო მეკარე ალისონია. თუ ვიქნებოდი მისი დუბლიორი? თამაში მინდა, მაგრამ არასდროს უნდა თქვა არასდროს.
„იუვენტუსი“ მსოფლიოს 5 საუკეთესო კლუბშია. მე შემეძლო სხვაგანაც მეთამაშა, მაგრამ არასდროს ვიინანებ ამ არჩევანს. ვარჯიშზე საათნახევრით ადრე მივედი და ნახევარი გუნდი მოედანზე დამხვდა. წარმატება შემთხვევით არ მოდის, ამის უკან ბევრი შრომაა, ყველას ჰქონდა წარმოუდგენელი თავდაბლობა და გიჟური ინტენსივობა. „იუვენტუსში“ მივხვდი ამდენი წელი გამარჯვებას როგორ ახერხებენ. მე მათი გულშემატკივარი ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.
ხედირამ ყველა ტიტული მოიგო და ის ყოველდღე რჩევებს მაძლევდა, იქ ძალიან კარგად ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მეკარე არ ვიყავი. უკან რომ დავბრუნდე, ამ არჩევანს ისევ გავაკეთებდი.
კრიშტიანუ? დიდი თანაგუნდელია. ხუმრობს, როდესაც სახუმაროა, მუშაობს, როდესაც სამუშაოა, პირველი ნომერია. რონალდუს და მესისნაირი ფეხბურთელები 50-70 წელიწადში ერთხელ იბადებიან. „იუვენტუსი“ – „ატლეტიკოს“ მატჩამდე ჩემს ოთახში შემოვიდა, რადგან კბილის პასტა გაუთავდა. შენიშნა, რომ ვნერვიულობდი და მითხრა რომ დამესვენა. დარწმუნებული იყო, რომ ქამ-ბექს მოვახერხებდით და მეორე დღეს მისი ჰეთ-თრიქით 3:0 მოვიგეთ. შესანიშნავი ბიჭია, მას კარგად ვიცნობ და განსახვავებულია, რაც გარედან ჩანს“, – თქვა პერინმა.