ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი კოვერჩანოში იტალიის ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. ფედერიკო ჟურნალისტებს გაესაუბრა და „იუვენტუსის“ შესახებ გააკეთა კომენტარი.
„ფინალის ყურება პატარა ტანჯვას ჰგავდა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა და ფეხბურთში საჭიროა წინ ყურება, მომავალზე ფიქრი. მომდევნო სეზონში კვლავ ვეცდებით ყველაფრის მოგებას, ამ სეზონში ყველაფერი კარგად არ წარიმართა, ჩემპიონთა ლიგაზე არსებობს ნიუანსები, დავინახეთ, რომ უცნაური წელი იყო.
ახალი მწვრთნელი? ჩვენ გვყავს შესანიშნავი ხელმძღვანელობა, შესაბამისად, ვინც მოვა, იქნება მაღალი დონის და ყველა ფეხბურთელს მეტის დამკიტცება მოუწევს. ფეხბურთელის გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ სარი სწორ პროფილის მწვრთნელია, მაგრამ არ ვიცი ის იქნება თუ არა „იუვეს“ ახალი მწვრთნელი.
კონტე „ინტერში“? კონტე „იუვეს“ ისტორიული ფეხბურთელი და მწვრთნელია, ეს ფაქტია და ვერაფერი შეცვლის“, – თქვა ბერნარდესკიმ.