მთავარი / სიახლეები / “იუვემ” შესაძლოა კულიბალის ყიდვა სცადოს

“იუვემ” შესაძლოა კულიბალის ყიდვა სცადოს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებს. ეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელიცაა.

Tuttosport-ის ცნობით, შესაძლოა კალიდუ კულიბალი ტურინში აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, სენეგალელ ფეხბურთელს „ნაპოლი“ იაფად და ადვილად შეელევა, შესაბამისად, საკმაოდ რთული ტრანსფერი იქნება, მაგრამ მაურიციო სარისთან ერთად შესაძლოა ყველაფერი გამარტივდეს.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“ კულიბალის გაყიდვა აქამდე 100 მილიონ ევროდ იუარა და მოსალოდნელია, რომ „იუვენტუსისთვის“ ფეხბურთელის ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …