მთავარი / სიახლეები / ჟურნალისტი, რომელმაც შარშან რონალდუ “იუვეს” პირველმა დაუკავშირა, ამჯერად გვარდიოლას დანიშვნა დააანონსა

ჟურნალისტი, რომელმაც შარშან რონალდუ “იუვეს” პირველმა დაუკავშირა, ამჯერად გვარდიოლას დანიშვნა დააანონსა

იტალიური Sportmediaset-ის ჟურნალისტი მარკო ბარძაგი ტვიტერში სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი განცხადებით, „იუვენტუსთან“ ძალზე დაახლოვებული აგენტისგან გაიგო, რომ ორშაბათს ტურინელები პეპ გვარდიოლას დანიშნავს დაადასტურებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, მაურიციო სარის ტურინში გადაბარგება 90%-ით გადაწყვეტილია, ბარძაგი მოვლენების სენსაციურ განვითარებას აანონსებს.

აღსანიშნავია, რომ მარკო ბარძაგი ის ჟურნალისტია, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია 2018 წლის მაისში კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ. ვნახოთ, ამჯერად თუ გამართლდება მისი ვარაუდი.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …