ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ JTV-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯამპიერო ბონიპერტისთან, რობერტო ბაჯოსთან და ზინედინ ზიდანთან ერთად თამაში უნდა.
„მე თავს კაგად ვგრძნობ, მაგრამ ვიტანჯები შექმნილი მდგომარეობის გამო. ახლა სახლში დარჩენა სწორი და საჭიროა, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ოჯახებით ვისიამოვნოთ.
ბავშვობაში მინდოდა ბონიპერტის, ბაჯოსა და ზიდანის გვერდით მეთამაშა. სიამოვნებით დავპატიჟებდი ფინჯან ყავაზე ჯანი ანიელის, ნელსონ მანდელას, როჯერ ფედერეს, ანჯელინა ჯოლის, ჯიმი ჰენდრიქსს, ნირვანას, მარია დე ფილიპის, რობერტო ბენინის“, – თქვა ფედერიკომ.