მადრიდის „რეალი“ კაპიტან სერხიო რამოსს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, რომელიც 2021 წელს იწურება.
აქედან გამომდინარე არაა გამორიცხული, რომ ვეტერანმა ესპანელმა 15 წლის შემდეგ „სამეფო კლუბი“ დატოვოს. Calciomercato კი სენსაციურ ცნობას ავრცელებს.
„იუვენტუსი“ მოვლენებს აკვირდება და შესაძლოა რამოსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს. ასეთ შემთხვევაში ლეონარდო ბონუჩის გუნდის დატოვება და „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბონუჩის ინგლისში წასვლაზე აქტიურად ალაპარაკდნენ. თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ მედიის ვარაუდების დონეზე რჩება.