მაურიციო სარი ფედერიკო ბერნარდესკის პოზიციას უცვლის. ეს ცნობა თავად იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა. ბერნარდესკის უახლოეს მატჩებში ნახევარდაცვის ცენტრში, ოდნავ მარჯვნივ უნდა ველოდოთ.
ამ პოზიციაზე ბოლო დროს ადრიენ რაბიო თამაშობს და საკმაოდ კარგადაც. თუმცა, სარი მიჩნევს, რომ ბერნარდესკის ახალ როლში თავის კარგად წარმოჩენა შეუძლია.
„პოზიტიური ასპექტია ის, რომ ფედერიკოსთან ვისაუბრე და ის ბედნიერია, მზადაა ითამაშოს ამ პოზიციაზე. ის საქმეს ენთუზიაზმით უდგება და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ყველანაირი თვისება აქვს, რომ ამ პოზიციაზე ითამაშოს, უბრალოდ ტაქტიკური თვალსაზრისით უნდა შეთამაშდეს. მას ნაკლებად მოუწევს ბურთის ტარება და ეს არის პატარა გზა, რომელსაც უნდა მიაქციოს ყურადღება. ვიმეორებ, კმაყოფილი ვარ, რომ ამ საქმეს ენთუზიაზმით მიუდგა“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო „იუვენტუსმა“ 2017 წელს 40 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, მოლოდინი ბოლომდე დღემდე ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონი კი, მისთვის ყველაზე წარუმატებელია და მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ძირითად შემადგენლობაში 11 დეკემბერს, „ლევერკუზენთან“ იყო.
ალბათ, ეს ბოლო მცდელობაა, რომ ორივე მხარისთვის უსიამოვნო დასასრული არ მოხდეს.