მთავარი / სიახლეები / სერია A / დემირალის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

დემირალის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მერიჰ დემირალს მარცხენა მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა ინსბრუკის კლინიკაში, პროფესორ ფინკის ხელმძღვანელობით წარმატებულად ჩატარდა.

როგორც „იუვეს“ ვებგვერდი წერს, ოპტიმალური აღდგენისთვის 6-7 თვეა საჭირო და შესაბამისად, მერიჰი მოედანზე გასვლას მხოლოდ მომდევნო სეზონიდან მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ დემირალმა 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა. სადებიუტი გოლი „რომასთან“ გაიტანა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ფატალური და უმძიმეს დაზიანება მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …