ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი განიცადა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინში ყოფნა მის განვითარებაზე პირდაპირ აისახება.
„იუვეში“ განვითარება შესაძლებელია. ახლა მე ვარ ადამიანი და სრულყოფილი ფეხბურთელი. მიმდინარე სეზონში დიდი ნახტომი გავაკეთ და ძალიან ამაყი ვარ. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რადგან სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოვყალიბდი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გოლი ვერ გამაქვს. თანამედროვე ფეხბურთში ფეხბურთელმა თავისი არსენალი უნდა გაამრავალფეროვანოს თუ უნდა, რომ უკეთესი გახდეს.
მე და ალეგრის ერთმანეთის კარგად გვესმის. მისი ნდობით მოვახერხე განვითარება და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ის ლივორნოელია, მე ტოსკანელი და მის საუბარს კარგად ვიგებ.
რონალდუ? მირჩევნია ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ ვითამაშო, რადგან მის გვერდით თამაში უფრო ადვილია. რონალდუს შეუძლია ჩრდილში მოგაქციოს ან უფრო მეტი სტიმული მოგცეს. მე, მეორე გზა ავირჩიე და კმაყოფილი ვარ, რომ მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ჩემპიონთა ლიგა? არსებობს ახსნა, ეს ჩემპიონთა ლიგაა. ყველა გუნდი, რომელიც მეოთხედფინალში გადის, მიზნად ჩემპიონობას ისახავს. „აიაქსში“ ახალგაზრდული გუნდებიდან ერთად თამაშობენ და სწორედ ეს გვაკლია იტალიაშია. „აიაქსი“ შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა“, – განაცხადა ბერნარდესკიმ.