ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა კარვალიო ამაურიმ „ბებერ სინიორაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯორჯო კიელინის არყოფნა „აიაქსის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
„მას შემდეგ, რაც 2006 წელს მოხდა, „იუვეს“ ორი რთული წელი ჰქონდა. როდესაც გუნდში ანიელი მივიდა, კონტე დაბრუნდა, რომელიც შიდა სამზარეულოს ჯარგად იცნობდა, დაიწყო ჰეგემონია, რომელიც რვა წელია გრძელდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველლაფრის გვირგინი ჩემპიონთა ლიგა იქნება, რომელიც აკლია. მეგონა, რომ ეს შესაბამისი წელი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ შეხვდა „აიაქსს“, რომელიც წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს.
ტრანსფერები? რთული სათქმელია, რადგან „იუვეს“ ყველა პოზიციაზე ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, „აიაქსთან“ კიელინის ტრავმა მთავარი ფაქტორი იყო. გოლების გატანა შეიძლება, მაგრამ დაცვა მაქსიმუმს მაშინ აღწევს, როდესაც ის მოედანზეა. რთულია ერთი ფეხბურთელი დაასახელო, რომელიც გუნდს გააძლიერებს, რომელსაც ბომბარდირი ჰყავს, მეკარე ჰყავს, რთულია… ალეგრი? იმედი მაქვს, რომ დარჩება. ხუთი წელი ცოტაა არაა და ის ყველას კარგად იცნობს. თუმცა, არ ვიცი რა ხდება შიგნით“, – განაცხადა ამაურიმ.