მთავარი / სიახლეები / “იუვემ” თვალი დანი სებალიოსს დაადგა

“იუვემ” თვალი დანი სებალიოსს დაადგა

ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ დანი სებალიოსს აკვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ვერსიით, „ბიანკონერი“ მზადაა ეს ტრანსფერი დაასრულოს, რადგან დიდი ხანია სებალიოსი მისი თვალთახედვის არეშია.

სებალიოსი ესპანეთში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა და „ბეტისში“ თამაშის დროს მართლაც მაღალ დონეზე თამაშობდა. თუმცა, „რეალში“ ორი რთული სეზონი ჩაატარა და სავარაუდოდ, ზაფხულში „სამეფო კლუბს“დატოვებს.

აქვე გეტყვით, რომ 2017 წელს დანი ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …