მთავარი / სიახლეები / სიმენი: “არსენალი” “იუვენტუსზე” დიდი გუნდია”

სიმენი: “არსენალი” “იუვენტუსზე” დიდი გუნდია”

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მეკარე დევიდ სიმენი მიიჩნევს, რომ „არსენალი“ უფრო დიდი გუნდია, ვიდრე „იუვენტუსი“. ვეტერანი ინგლისელის განცხადებით, აარონ რემზი დიდი გუნდიდან უფრო პატარა გუნდში მიდის.

”ჩვენ ვსაუბრობთ დიდებულ ფეხბურთელზე. ცუდი ისაა, რომ რემზი გუნდს ტოვებს, სადაც შესანიშნავად თამაშობდა. ისტორია მეორდება: კიდევ ერთი დიდებული ფეხბურთელი ტოვებს ჩვენს გუნდს მეორე გუნდის სანაცვლოდ, რომელიც „არსენალზე“ დიდი არაა. უკმაყოფილო ვარ, რომ რემზისთან კონტრაქტი არ გახანგრძლივდა“, – თქვა სიმენმა.

საინტერესოა, რომ სიმენამდე ზუსტად იგივე შინაარსის განცხადებები რობერ პირესმა და ტონი ადასმა გააკეთეს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ „არსენალი“ უფრო დიდი გუნდია, ვიდრე „იუვე“. რას გაიგებ, კაცია და გემოვნება, ფაქტების სხვა რამეს ამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რომ რემზი ზაფხულიდან „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …