კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში გუნდებს შორის ბევრი მშრალი ბარტერია მოსალოდნელი.
Tuttosport-ი წერს, რომ „იუვენტუსი“ და „რომა“ მოლაპარაკებების მაგიდას მიუხსდებიან და რამდენიმე გაცვლაზე ისაუბრებენ.
ყველაზე საინტერესო ფედერიკო ბერნარდესკისა და ნიკოლო ძანიოლოს სავარაუდო გაცვლაა. „იუვეში“ ბერნარდესკიმ დამკვიდრება ვერ შეძლო და მაურიციო სარის პერიოდში მისი ყოფა კიდევ უფრო გართულდა. ძანიოლოს კი „რომას“ დატოვება ჯერ არ სურს, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, თანაც „იუვეს“ დიდი ხანია აინტერესებს და ეს უდაოდ იქნება ერთ-ერთი მთავარი მსჯელობის საკითხი.
ტურინული გამოცემა ასევე ვარუდობს, რომ დანიელე რუგანისა და ჯასტინ კლუივერტის ან ჯენგიზ იუნდერის გაცვლაზეც ილაპარაკებენ. ტოსკანელი მცველი სათამაშო პრაქტიკის ძიებაშია, ხოლო ნიდერლანდელი და თურქი რომაელთათვის ხელშეუხებელი ფეხბურთელები ნამდვილად არ არიან.
მესამე ვარიანტი კი, როლანდო მანდრაგორასა და ბრაიან კრისტანტეს გაცვლაა. მანდრაგორას „იუვე“ „უდინეზედან“ დაიბრუნებს, მაგრამ დიდი შანსია, რომ სწორედ „რომაში“ გაუშვას, ხოლო სანაცვლოდ კრისტანტე მოითხოვოს, რომელიც „ჯალოროსისთვის“ შეუცვლელი ფეხბურთელი არაა.
ვნახოთ, სატრანფერო ციებ-ცხელებამდე სეზონი უნდა განახლდეს და დასრულდეს. მერე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი.