მთავარი / სიახლეები / დემბელე “იუვენტუსს” უახლოვდება

დემბელე “იუვენტუსს” უახლოვდება

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე „იუვენტუსს“ უახლოვდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, ფაბიო პარატიჩი დაინტერესებულია ფრანგი ფეხბურთელით და არაა გამორიცხული მირალემ პიანიჩის გარიგებაში ჩართონ.

გარდა ამისა, ივარაუდება სხვა ვარიანტიც. დემებელც თანახმაა ტურინში გადაბარგებაზე, რადგან მისი ესპანური კარიერა ამ დრომდე ვერ აეწყო და ხშირი ტრავმების გამო კლუბში თავი ვერ დაიმკვიდრა.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პარატიჩის კარგი ურთიერთობა აქვს ფრანგი შემტევის აგენტ მუსა სისოკოსთან, რამაც შესაძლოა ტრანსფერის გაჩარხვას ხელი ერთი-ორად შეუწყოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …